"ივანიშვილმა ღარიბაშვილი დაიჭირა, იმიტომ რომ კობახიძე მუდმივად ცილს სწამებდა ღარიბაშვილს და..." - რა თქვა დავით თარხან-მოურავმა?
"ივანიშვილმა ღარიბაშვილი დაიჭირა, იმიტომ რომ კობახიძე მუდმივად ცილს სწამებდა ღარიბაშვილს და ტყუილებს უჩიჩინებდა. ღარიბაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ოქრო არ ყოფილა ის ზოდები. ფული ან არ იყო ან შეაგროვებინეს და მიატანინეს... ყველაფერი დადგმულია," - ამის შესახებ დავით თარხან-მოურავმა, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.