loader

"არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე მომიწევდა ასეთი წერილის დაწერა" - რას წერს დედა, რომლის 11 წლის შვილსაც მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე მომიწევდა ასეთი წერილის დაწერა" - რას წერს დედა, რომლის 11 წლის შვილსაც მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი დაეცა

11 წლის ვატო ნარ­სა­ვი­ძის ოჯა­ხის­თვის მძი­მე დღე­ე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა. მო­ზარ­დი, რო­მელ­საც თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-10 სარ­თუ­ლი­დან გად­მოგ­დე­ბუ­ლი სკა­მი და­ე­ცა, ხან­გრძლივ მკურ­ნა­ლო­ბა­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს. ვა­ტოს დედა, თიკო ქან­თა­რია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლას, ვინც ამ უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში მის ოჯახს გვერ­დით და­უდ­გა.

რო­გორც დედა წერს, ერთი წამი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი და მისი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვლი­ლი­ყო. შვი­ლის სი­ცო­ცხლის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლა, შიში და იმე­დი მათი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა. თიკო ქან­თა­რია მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლას, ვინც ვა­ტოს­თვის ლო­ცუ­ლობს, ამ­ხნე­ვებს ოჯახს და ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბა

"მად­ლო­ბა… ერთი პა­ტა­რა სი­ტყვაა, მაგ­რამ დღეს ჩემ­თვის მთე­ლი სამ­ყა­როა.

არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ ოდეს­მე მო­მი­წევ­და ასე­თი წე­რი­ლის და­წე­რა. არ ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც პოს­ტე­ბის წერა ეხერ­ხე­ბა. ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემს შვილს მე­ა­თე სარ­თუ­ლი­დან სა­ზი­ზღა­რი პა­თო­ლო­გის ნას­რო­ლი სკა­მი და­ე­ცე­მო­და და ჩვე­ნი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა ერთ წამ­ში თავ­და­ყი­რა დად­გე­ბო­და.

ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემი შვი­ლის ღი­მი­ლის, სი­ცო­ცხლის და ფეხ­ბურ­თის ნაც­ვლად, მისი სა­წო­ლის გვერ­დით დგო­მა მისი თი­თო­ე­უ­ლი ამო­სუნ­თქვის­თვის ლო­დი­ნი გახ­დე­ბო­და ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. ერთი წამი, მხო­ლოდ ერთი წამი იყო საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ ცხოვ­რე­ბა ორ ნა­წი­ლად გა­ყო­ფი­ლი­ყო - მა­ნამ­დე და მის შემ­დეგ.

ვა­ტოს ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ჩემი ოჯა­ხის­თვის ყო­ვე­ლი დღე ბრძო­ლაა - იმე­დი, შიში, ცრემ­ლი და ისევ იმე­დი…

და ამ უმ­ძი­მეს დღე­ებ­ში ჩვენ მარ­ტო არ და­გი­ტო­ვე­ბი­ვართ. მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც ვა­ტოს­თვის ილო­ცა.

მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ერთი სი­ტყვით გაგ­ვამ­ხნე­ვა, მოგ­ვწე­რა, დაგ­ვი­რე­კა, გა­ა­ზი­ა­რა ჩვე­ნი ამ­ბა­ვი.

მად­ლო­ბა მათ, ვინც ფი­ნან­სუ­რად დაგ­ვეხ­მა­რა და თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ხელი გა­მოგ­ვი­წო­და. ასეთ დროს ადა­მი­ა­ნის­თვის გაწ­ვდი­ლი ხელი მხო­ლოდ დახ­მა­რე­ბა არ არის, ეს არის სი­ტყვე­ბის გა­რე­შე ნათ­ქვა­მი "არ შე­გე­შინ­დეს, მარ­ტო არ ხარ".

როცა სა­ა­ვად­მყო­ფოს კარ­თან ვდგა­ვარ და ჩემი შვი­ლის პა­ტა­რა მოძ­რა­ო­ბას ვე­ლო­დე­ბი, როცა მის თვა­ლებ­ში სი­ცო­ცხლეს ვე­ძებ, როცა მისი ერთი შე­ხე­ბა, ერთი მზე­რა, ერთი ხმა ჩემ­თვის მთელ სამ­ყა­რო­ზე ძვირ­ფა­სია - მა­შინ მახ­სენ­დე­ბა, რომ ამ ბრძო­ლა­ში მარ­ტო არ ვართ . "ღმერ­თო და­ლო­ცე თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ვინც ამ დღე­ებ­ში ჩემს შვილს გუ­ლით შე­ე­ხო მად­ლო­ბა ყვე­ლას, რომ ამ ბრძო­ლა­ში ჩვენ­თან ერ­თად ხართ.

დღეს სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის.

მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ვა­ტოს სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის ჩვენ­თან ერ­თად.

მად­ლო­ბა მათ, ვინც ჩვენს ცრემ­ლებს გულ­თან მი­ი­ტანს.

მად­ლო­ბა მათ, ვინც არ და­ი­ღა­ლა ლოც­ვით.

მად­ლო­ბა მათ, ვინც იმე­დი არ დაგ­ვა­კარ­გვი­ნა.

ვატო იბ­რძვის.

ჩვენც ვიბ­რძვით.

და თქვენ­თან ერ­თად ეს ბრძო­ლა უფრო ძლი­ე­რი ხდე­ბა.

ღმერ­თმა ას­მა­გად და­გიბ­რუ­ნოთ თი­თო­ე­უ­ლი სი­კე­თე, რო­მე­ლიც ჩემი შვი­ლის­თვის გა­ა­კე­თეთ.

ან­გა­რი­შე­ბი:

საქ.ბან­კი #GE55BG0000000533934768

თბს #GE70TB7445045064300101

მიმ­ღე­ბი: თ. ქან­თა­რია - ვა­ტოს დედა

პი­რა­დი ნო­მე­რი: 42201042660"