loader

"კაფეში ვიჯექი და დავინახე მამაკაცი, რომელიც შარდავდა აივნიდან" - მოქალაქე ვიდეოს აქვეყნებს და თბილისში მომხდარ ინციდენტს იხსენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კაფეში ვიჯექი და დავინახე მამაკაცი, რომელიც შარდავდა აივნიდან" - მოქალაქე ვიდეოს აქვეყნებს და თბილისში მომხდარ ინციდენტს იხსენებს

თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 171-ე მუხლებით დააკავეს.

როგორც კაფეში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნავს, მამაკაცმა თქვა, რომ „სააბაზანო ოთახი დაკავებული იყო და სხვა გზა არ ჰქონდა".

„ვიჯექი კაფეში, რომელიც კორპუსის ქვემოთ არის და გარე დასაჯდომი აქვს. ყავას ვსვამდი და დავინახე ზემოდან რაღაც ისხმებოდა. არავის შეგვესხა, მაგრამ ვთქვი, ხალხი ვსხედვართ და რას აკეთებთ-თქო. რომ ავიხედე, დავინახე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელიც შარდავდა აივნიდან. ვიდეოს გადაღება რომ დავიწყე, ეგრევე შიგნით შევარდა...ბრალი დაგვდო, აქ მაგიდები არ უნდა იდოსო, კაფე არ უნდა იყოსო. მოვიდა პოლიცია და ამ დროს ვიღაცას დაურეკა და განა ის უთხრა, რომ მოშარდა და ამის გამო გამოვიძახეთ პოლიცია, უთხრა რომ „დიდება რუსეთს“ თქვა და ამის გამო მიჰყავთ“, - აღნიშნავს მოქალაქე.

ვიდეო: Teona Golodze