ამბავი, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა - "თქვენს წინაშე დგას განადგურებული დედა, ამ ტკივილს სიტყვებით ვერ გადმოვცემ"
11 წლის ვატო ნარსავიძის ოჯახისთვის მძიმე დღეები კვლავ გრძელდება. მოზარდი, რომელსაც თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულიდან გადმოგდებული სკამი დაეცა, ხანგრძლივ მკურნალობასა და რეაბილიტაციას საჭიროებს. ვატოს დედა, თიკო ქანთარია, მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ უმძიმეს პერიოდში მის ოჯახს გვერდით დაუდგა.
როგორც დედა წერს, ერთი წამი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისი და მისი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვლილიყო. შვილის სიცოცხლისთვის ყოველდღიური ბრძოლა, შიში და იმედი მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
ვატოს გამოსაჯანმრთელებლად ოჯახს საზოგადოებსი მხარდაჭერა სჭირდება.
ანგარიშები:
საქ.ბანკი #GE55BG0000000533934768
თბს #GE70TB7445045064300101
მიმღები: თ. ქანთარია - ვატოს დედა
პირადი ნომერი: 42201042660"