"მე-10 სართულიდან ჯერ ძაღლი გადმოაგდო, მოკლა, 5-ჯერ დანა დაარტყა, შემდეგ დედა სცემა და პოლიცია, რომ მივიდა, აიღო სკამი და გადმოაგდო" - რას ჰყვება დედა კაცზე, რომლის ნასროლი სკამი მის 11 წლის შვილს დაეცა
11 წლის ვატო ნარსავიძის ოჯახისთვის მძიმე დღეები კვლავ გრძელდება. მოზარდი, რომელსაც თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულიდან გადმოგდებული სკამი დაეცა, ხანგრძლივ მკურნალობასა და რეაბილიტაციას საჭიროებს.