loader

"გამოჭრიან ყელს და ქუჩაში დააგდებენ ღორივითო, ბავშვი ძალიან შეშინებულია" - რა მოხდა ვაკეში და რატომ დააკავეს "ტიკტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამოჭრიან ყელს და ქუჩაში დააგდებენ ღორივითო, ბავშვი ძალიან შეშინებულია" - რა მოხდა ვაკეში და რატომ დააკავეს "ტიკტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი?

უსაფრთხოება სოციალურ ქსელებსა და ქუჩაში — რამდენად დაცულები არიან არასრულწლოვნები აგრესიისგან, ბულინგისა და პერსონალური მონაცემების უკანონო გავრცელებისგან? სოციალური მედიის ეპოქაში ზღვარი პოპულარობასა და კანონდარღვევას შორის სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, თანამედროვე ციფრულ სამყაროში ბავშვების უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. ქუჩასა თუ ვირტუალურ სივრცეში არასრულწლოვნები ხშირად ხდებიან ისეთი ქმედებების მოწმენი ან მსხვერპლნი, რომლებიც მათი უფლებების დარღვევასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირდება.

ამჯერად ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა ტიკ-ტოკერი ზურაბ კენჭიაშვილი, იგივე „Mr. Zura“.

სამართალდამცველებმა ტიკ-ტოკერი ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

მოვლენები ვაკის პარკში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. თავად კენჭიაშვილი აცხადებდა, რომ ახალგაზრდებმა მას ფული მოსთხოვეს, რასაც პროვოკაცია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.