loader

აშშ-ში სიკვდილმისჯილ ქალს ორი სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს, თუმცა ის არ გარდაიცვალა - დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ში სიკვდილმისჯილ ქალს ორი სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს, თუმცა ის არ გარდაიცვალა - დეტალები

აშშ-ის ტე­ნე­სის შტატ­ში სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი 50 წლის კრის­ტი პა­ი­კი ორი სა­სიკ­ვდი­ლო ინი­ექ­ცი­ის შემ­დეგ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, ინი­ექ­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქალს გული კვლავ უცემ­და და მის­თვის გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა გახ­და სა­ჭი­რო.

პა­ი­კის ად­ვო­კა­ტებ­მა სიკ­ვდი­ლით დას­ჯის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს მა­შინ მი­მარ­თეს, რო­დე­საც პრო­ცე­დუ­რა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მათი გან­ცხა­დე­ბით, ქალ­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა, თუმ­ცა გუ­ლის­ცე­მა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და და ხვრი­ნავ­და.ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­იკს პენ­ტო­ბარ­ბი­ტა­ლის ორი დოზა გა­უ­კე­თეს, რის შემ­დე­გაც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში გახ­და, თუმ­ცა არ გარ­დაც­ვლი­ლა და მო­სა­მარ­თლე კლიფ­ტონ კორ­კერ­მა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მო­თხოვ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

ტე­ნე­სის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი აცხა­დებს, რომ სიკ­ვდი­ლით დას­ჯის პრო­ცე­დუ­რა დად­გე­ნი­ლი პრო­ტო­კო­ლის სრუ­ლი დაც­ვით ჩა­ტარ­და. უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტი აქამ­დე ეფექ­ტი­ა­ნი იყო, ხოლო არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბი და­მა­ტე­ბი­თი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. პა­ი­კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.ექიმ­მა ჯოელ ზი­ვოტ­მა, რო­მე­ლიც პა­ი­კის ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ მოწ­ვე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტია, BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ შე­საძ­ლოა, პრე­პა­რა­ტის საკ­მა­რი­სი კონ­ცენ­ტრა­ცია ქა­ლის სის­ხლში ვერ მოხ­ვდა. მისი შე­ფა­სე­ბით, რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბამ შე­საძ­ლოა, ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბაც გა­მო­იწ­ვი­ოს.

კრის­ტა პა­იკს სიკ­ვდი­ლი 1996 წელს მი­უ­სა­ჯეს. მას ბრა­ლად ედე­ბო­და 19 წლის კო­ლინ სლე­მე­რის წა­მე­ბა და მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც 1995 წელს, მო­ზარ­დე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლო ბა­ნაკ­ში გა­იც­ნო. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას პა­ი­კი 18 წლის იყო. მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და მისი მა­შინ­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ტა­და­რილ ში­პიც. პა­ი­კის ად­ვო­კა­ტე­ბი სიკ­ვდი­ლით დას­ჯის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს არ მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნათ მისი ბავ­შვო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­და­ტა­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი. ტე­ნე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ქა­ლის შე­წყა­ლე­ბის მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. განაგრძთ კითხვა