loader

სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან გათავისუფლების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან გათავისუფლების შემდეგ

მომღერალი სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა.

მისივე ინფორმაციით, თვის ბოლოს დაგეგმილი ღონისძიებაც გადაიდო.

„თეატრმა ხელშეკრულებას აღარ ვაგრძელებთო, თვის ბოლოს დაგეგმილი "ივენთიც" გაუქმდა, თარიღების არევის მიზეზით. რა დამთხვევაა“, - წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.

მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სოფო ნიჟარაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან გაათავისუფლეს.

„ჩემი პატიმრობის მეხუთე წლისთავზე, ჩემი სოფო გამოუშვეს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან. ის არ ჩაითვალა საკმარისად პროფესიონალად, რომ იყოს ამ თეატრის მსახიობი და მომღერალი.

მანამდეც, ამ თეატრის ახალი შენობა რიყეზე, დაანგრიეს. ესაა ყველაფერი, რისი ცოდნაც გჭირდებათ თუ რა ხდება ამ ქვეყანაში და ყველამ თავისი დასკვნა გააკეთეთ.