loader

"ტარკანის ყურადღებაც მიიპყრო“ - ევა ბუთიაშვილის შესახებ თურქული მედიაც წერს: გოგონას გამომწერების რაოდენობამ უკვე 1 მლნ-ს გადააჭარბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტარკანის ყურადღებაც მიიპყრო“ - ევა ბუთიაშვილის შესახებ თურქული მედიაც წერს: გოგონას გამომწერების რაოდენობამ უკვე 1 მლნ-ს გადააჭარბა

ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გა­ვა­ზი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი უკვე დიდი ხა­ნია, ცდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს. დე­მეთ ოზ­დე­მი­რი­სა და სე­ლინ დი­ო­ნის ყუ­რა­დღე­ბის შემ­დეგ, პა­ტა­რა ქარ­თველ გო­გო­ნას ყუ­რა­დღე­ბა თურ­ქულ­მა მე­დი­ა­მაც მი­აქ­ცია.

ამ­ჯე­რად თურ­ქუ­ლი პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ტარ­კა­ნის ლე­გენ­და­რულ ჰიტ­ზე, “Şımarık”-ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცეკ­ვის ვი­დეო მო­ექ­ცა.

რო­გორ ეხ­მა­უ­რე­ბა თურ­ქუ­ლი მე­დია ქარ­თვე­ლი ევას ვი­დე­ოს?

თურ­ქუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლა­ვენ პა­ტა­რა ევას არ­ტის­ტუ­ლო­ბით.

“Şımarık-ის აჟ­ღე­რე­ბა­ზე მან თავი ვერ შე­ი­კა­ვა! თურ­ქუ­ლი პო­პის უბე­რე­ბელ სიმ­ღე­რას აყო­ლი­ლი პა­ტა­რა ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას რიტ­მუ­ლი ცეკ­ვა და უშუ­ა­ლო ემო­ცი­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნამ­დვილ სენ­სა­ცი­ად იქცა.” - წერს თურ­ქუ­ლი მე­დია.უცხო­უ­რი პრე­სა ხაზს უს­ვამს იმა­საც, რომ ვი­დე­ოს ათა­სო­ბით და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი და მო­წო­ნე­ბა მოჰ­ყვა, ხოლო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი თვი­თონ ტარ­კა­ნის რე­აქ­ცია აღ­მოჩ­ნდა - თურ­ქე­თის პოპ-ვარ­სკვლავ­მა პა­ტა­რა მო­ცეკ­ვა­ვის ვი­დეო პი­რა­დად მო­ი­წო­ნა. თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, რომ ეს კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს, რომ “Şımarık”-ს ასა­კი არ აქვს და ტარ­კა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა. განაგრძეთ კითხვა>>>