loader

ვინ არის ბიზნესმენი, რომლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი დანაწევრებული იპოვეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ბიზნესმენი, რომლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი დანაწევრებული იპოვეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენი დააკავეს

მოს­კოვ­ში, ჟუ­ლე­ბი­ნის ბულ­ვარ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნა­ში, 53 წლის ელე­ნა წე­რეთ­ლის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რებს არ და­კავ­ში­რე­ბია, რის გა­მოც მის­მა დამ ინერ­ვი­უ­ლა და დახ­მა­რე­ბის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა.

მაშ­ვე­ლებ­მა ბი­ნის კარი გა­ა­ღეს და აი­ვან­ზე პარ­კებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ქა­ლის ცხედ­რის ნა­წი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მკვლე­ლო­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა და შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვის ძებ­ნა და­ი­წყეს.

ელე­ნა წე­რე­თე­ლი რეს­ტო­რა­ტორ და ბიზ­ნეს­მენ მა­მუ­კა წე­რეთ­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე გახ­ლდათ. მათ სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი, 19 წლის და­რია ჰყავ­დათ. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნესპრო­ექ­ტშიც ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­დნენ სა­ზღვარ­გა­რეთ.

გა­მო­ძი­ე­ბა ელე­ნას პარტნი­ორ მა­მა­კაც­ზე გა­ვი­და, ის 47 წლის თე­ი­მუ­რაზ გო­გი­აშ­ვი­ლია. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ის ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია და რუ­სეთ­ში ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბა აქვს. მას წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლო­ბა არ ჰქო­ნია და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არ მი­უ­ცი­ათ.

გა­მო­ძი­ე­ბის კვალ­მა სა­ბო­ლო­ოდ ახა­ლი მოს­კო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ავ­ტო­ფა­რე­ხამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც გო­გი­აშ­ვი­ლი იყე­ნებ­და. სწო­რედ იქ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ელე­ნას 19 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის, და­რი­ას, ცხე­და­რი.

ავ­ტო­ფა­რე­ხის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­მა­ლა­ვიც იპო­ვეს. ახლა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა უნდა და­ად­გი­ნონ, რა ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა 19 წლის გო­გო­ნა ავ­ტო­ფა­რეხ­ში, რო­დის და­ი­ღუ­პა და ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს მისი სიკ­ვდი­ლის მო­ნა­წი­ლე. განაგრძეთ კითხვა