"გვქონდა სექსუალური კავშირი, ჩვენი ურთიერთობა მთაში მოხდა" - ბაჩუკი ჩხვიმიანის სკანდალური აღიარება
ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ "სანდო წყაროსთვის“მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს შეეხება.
რეპორტაჟში დეტალურადაა მოთხრობილი ნატა ვიბლიანის მძიმე ბრალდებების შესახებ. ქალი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, 35 წლის შემდეგ ამბობს, რომ ბავშვობიდან მოყოლებული სექსუალური ძალადობის, მუქარისა და სხვა დანაშაულების მსხვერპლი იყო.
მან ჩხვიმიანების ოჯახი პედოფილიაში, გაუპატიურებაში, ძალადობასა და მუქარაში დაადანაშაულა.საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. ნატა ვიბლიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ვარშავაში მისი გამოკითხვა ჩატარდა, ამოღებულია ნატა ვიბლიანისა და ბაჩუკი ჩხვიმიანის ნერწყვის ნიმუშები, ხოლო სვანეთში 43 მოწმე გამოიკითხა.