ლაშა ბექაურის რეაქცია ბავშვობის მეგობრის, ილია სულამანიძის მსოფლიო ჩემპიონობაზე
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
25 წლის ქართველმა სპორტსმენმა ფინალში იაპონელი მეტოქე დოტა არაი დაამარცხა.
სულამანიზე ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელი სომბორ ვეგი დაამარცხა, მერვედფინალში მოლდოველ ვადიმ გიმბოვსკის, მეოთხედფინალში კი რუს ნიაზ ბილალოვს სძლია. სულამანიძემ ნახევარფინალში იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის მედალია.