loader

"იხოცებიან ხალხნო გორის თავშესაფარში, ეს რა ხდება, ამდენი ლეკვი ერთად შეყრილი, სველები, საშინელ პირობებში - წამებით კვდებიან" - რა ვიდეოს ავრცელებს მოქალქე თავშესაფრიდან და რას ამბობენ შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იხოცებიან ხალხნო გორის თავშესაფარში, ეს რა ხდება, ამდენი ლეკვი ერთად შეყრილი, სველები, საშინელ პირობებში - წამებით კვდებიან" - რა ვიდეოს ავრცელებს მოქალქე თავშესაფრიდან და რას ამბობენ შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში?

გორის მერიის ძაღლთა თავშესაფარში პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს. ისინი ადგილზე მას შემდეგ გამოცხადნენ, როდესაც ცხოველთა მძიმე მსგომარეიბის შესახებ ვიდეომასალა გავრცელდა.

გორის ძაღლთა თავშესაფარში შეღწევა და იქ კადრების გადაღება მოქალაქეებმა ,,მინისტრის მოადგილის მძღოლის" სახელით შეძლეს - წერს გამოცემა "ქართლის ამბები".

გამოცემის ცნობით, მოქალაქეები დაკარგულ ძაღლს ეძებდნენ, იქ შესულებს კი მძიმე სურათი დახვდათ და ფირზე აღბეჭდეს.

ვიდეომასალის მიიხედვით, მიუსაფარი ცხოველები, განსაკუთრებით ლეკვები, მძიმე პირობებში იმყოფებიან.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო:

"ბოლო პერიოდში საგრძნობლად გახშირდა ცხოველების მიტოვების ფაქტები და შესაბამისად, მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში ყოველდღიურად ათობით ლეკვი ხვდება, რომელთა დიდი ნაწილი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შედეგად დედის გარეშეა დარჩენილი. მოქალაქეები ლეკვებს ქუჩებში, გზის პირებსა და არხებში ტოვებენ, რაც მათ სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ლეკვების გადარჩენის, გამოკვებისა და პირველადი ვეტერინარული დახმარების მიზნით ხდება მათი სააგენტოში გადაყვანა.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ გადაღების დროს სააგენტოს თავშესაფრის ტერიტორიაზე ვოლიერების გეგმური დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობდა. ამ პროცესში ლეკვები დროებით დამხმარე ვოლიერებში იყვნენ განთავსებული. აღნიშნული კადრები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა და გამოიწვია მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა.

სააგენტო აქტიურად მუშაობს მიუსაფარი ცხოველების გაშვილების მიმართულებით. დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ სააგენტოში ვიზიტი და ცხოველების აყვანა. ლეკვების შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდეგ სააგენტო უზრუნველყოფს მათ უფასო სტერილიზაციასა და ვაქცინაციას.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, არ დატოვონ ცხოველები ქუჩაში და დროულად უზრუნველყონ მათი სტერილიზაცია/კასტრაცია და რეგისტრაცია. ცხოველებზე ზრუნვა თითოეული მფლობელის პასუხისმგებლობაა.

სააგენტო მზად არის დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობისთვის და მოუწოდებს მოქალაქეებს, გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს," - ნათქვამია განცხადებაში.