"სოფო, რომ დავინახე შოკი მქონდა, ისეთი ნაცემი იყო, ყურის ბიბილოებიც კი დალურჯებული ჰქონდა" - რას ჰყვება სოფო ბიბილაშვილის ნათესავი?
გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედამ და ოჯახმა აქცია გამართეს. ისინი საქმის სწრაფ გამოძიებას ითხოვენ. ასევე, დადიანიძის დედის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საქმის თბილისის პოლიციაში გადმოგზავნა იყო, რაც დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება თავად საქმეს, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.