"ქართუ ჯგუფის" და "პროგრეს ბანკის" აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავა დანიშნა.
ამასთან დაკავშირებით აღსრულების ბიურომ განცხადება გაავრცელა: "2012 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა სს "ქართუ ჯგუფის" აქციათა 100%-ის და სს "პროგრეს ბანკის" აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე.
აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად, პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, დაინიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა".
არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ უგულავა 1998 წლამდე მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში. 1998-99 წლებში სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ იორკში, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ეკონომიკის მართვის მაგისტრის ხარისხი. 1999 წელს მუშაობდა მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში, კორეის დეპარტამენტში ექსპერტად. 2000 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის სამსახურის უფროსად. 2001-02 წლებში იყო საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე, ხოლო 2002 წლიდან ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი და ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მდივანი. ამავე დროს, ვლადიმერ უგულავა იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი.