loader

რას წერს გიორგი ნემსაძის მეუღლე? - "ჯერ ძალიან ადრე იყო..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერს გიორგი ნემსაძის მეუღლე? - "ჯერ ძალიან ადრე იყო..."

გიორგი ნემსაძის მეუღლე, რუსუდან ჩირგაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.

"მადლობა საქართველოს, მადლობა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შიო III-ს, მადლობა ყაველ, მადლობა იმ სიყვარულისთვის, რაც ქართველმა ხალხმა გამოხატა გიორგის მიმართ.

დიდი ნუგეშია გიორგის დედისთვის, ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის, დისთვის, ძმისთვის თქვენი ასეთი თანადგომა.

მადლობა გიას ბიჭებო ყველაფრისთვის... და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო..." - წერს რუსუდან ჩირგაძე.

ცნობისთვის, გიორგი ნემსაძე მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგი ნემსაძე ბოლო პერიოდში საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“, 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“, 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“, ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“, თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი.