გაფრთხილება მშობლებს! საგანგაშო ტენდენცია, რომლისგანაც დაცული არავინ არის - "უწყინარი ფოტოსგანაც შესაძლებელია შეიქმნას ისეთი კონტენტი, თითქოს არასრულწლოვანი მონაწილეობდა სექსუალურ სცენაში"
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი ჩვეულებრივი ფოტოც კი, შესაძლოა, ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ იარაღად იქცეს. სად გადის ზღვარი ტექნოლოგიური კომპანიების პასუხისმგებლობასა და მომხმარებლის ფრთხილ ქცევას შორის?
ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან ერთად გაჩნდა აპლიკაციები და ვებგვერდები, რომლებსაც ჩაცმული ადამიანის ფოტოს დამუშავება და სექსუალური შინაარსის ყალბი გამოსახულების (Deepfake) გენერირება შეუძლიათ. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამგვარ ინსტრუმენტებს შეგნებულად არ ვასახელებთ.