loader

"ავტობუსი 20-მეტრიანი სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა" - უმძიმესი კადრები ესპანეთიდან: რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავტობუსი 20-მეტრიანი სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა" - უმძიმესი კადრები ესპანეთიდან: რა დეტალები ხდება ცნობილი?

ესპანეთში, ქალაქ ბარსელონასთან ახლოს, ავტობუსი 20-მეტრიანი სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

კატალონიის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ავარიის შედეგად დაშავებული 83 ადამიანიდან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, 18-ის - საშუალო სიმძიმის, 58-მა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ესპანური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა კვირას მოხდა, როდესაც ავტობუსი ვიწრო გზაზე მოძრაობისას გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და 20-მეტრიანი ფერდობიდან გადავარდა.

ავარიის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.