"ძალიან ადრე წახვედი..." - მოულოდნელად 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა: ტრაგედიის დეტალები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “ახალი ამბები“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპული სოფელ შაშიანის მკვიდრია.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ღამით ერთად იქეიფეს, ბიჭი კი მეორე დილით მოულოდნელად გარდაიცვალა.
"ერთად გავიზარდეთ, ერთი ბავშვობა გვაკავშირებდა… გული მეწვის, არ მინდა ამის დაჯერება. შენ ხომ ყველაზე გულიანი ადამიანი იყავი, ლექსო. ძალიან ადრე წახვედი, კლასელო. გვიყვარხარ და მუდამ ჩვენს გულებში იქნები. მშვიდად განისვენე,"- წერს მეგობარი, თამარ წიკლაური.