loader

“დედაჩემმა საქართველოში ქონების ნაწილი გაყიდა და ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა“ - რას წერს სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელზე, რომლის მიხედვითაც მას მშობლის უფლებების ჩამორთმევა ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დედაჩემმა საქართველოში ქონების ნაწილი გაყიდა და ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა“ - რას წერს სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელზე, რომლის მიხედვითაც მას მშობლის უფლებების ჩამორთმევა ემუქრება

უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დის დე­პუ­ტატ­მა ელი­ზა­ვე­ტა (ლიზა) იას­კომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. იას­კო, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვილ­თან ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, სა­სა­მარ­თლოს­გან ბავ­შვის რჩე­ნის­თვის ალი­მენ­ტის და­კის­რე­ბა­სა და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას ითხოვს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია აქ­ვეყ­ნებს.

პარ­ტია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­სა­მარ­თლოს ორი მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა: ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის ალი­მენ­ტე­ბის და­კის­რე­ბა და სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, რო­მელ­თა­ნაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

ად­ვო­კატ დმიტ­რო ბუ­ზა­ნო­ვის თქმით, იას­კოს ალი­მენ­ტის და­კის­რე­ბის მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის კარ­გი შან­სი აქვს.

ლიზა იას­კოს სა­სა­მარ­თლო სარ­ჩელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა:

“ლიზა იას­კოს სა­სა­მარ­თლო სარ­ჩელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვილ ჟას­მინს ეხე­ბა: მე დიდ პა­ტივს ვცემ ლი­ზას, რო­მე­ლიც, რო­გორც უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი, მა­მა­ცუ­რად შრო­მობს თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის და ჩვენს მშვე­ნი­ერ ქა­ლიშ­ვილ ჟას­მინს უკი­დუ­რე­სად რთულ პი­რო­ბებ­ში, მუდ­მი­ვი და­ბომბვე­ბის ფონ­ზე ზრდის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჟას­მი­ნი ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ და­ი­ბა­და, მე ის ძა­ლი­ან მიყ­ვარს და გულ­წრფე­ლად ვზრუ­ნავ მის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ახლა აღარ მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვნა­ხო ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი. ამი­ტომ დე­და­ჩე­მი, გი­უ­ლი, რამ­დენ­ჯერ­მე ეს­ტუმ­რა მას კი­ევ­სა და ევ­რო­პის სხვა ქა­ლა­ქებ­ში. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ჟას­მინს ყო­ველ­თვი­უ­რად ფი­ნან­სუ­რა­დაც ეხ­მა­რე­ბო­და და ამას დღემ­დე აგ­რძე­ლებს.

გარ­და ამი­სა, დე­და­ჩემ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი გა­ყი­და და 2022 წელს ჟას­მინს კი­ე­ვის ცენ­ტრში ბინა აჩუ­ქა.

რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯა­ხი სრუ­ლად ვართ პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი ჟას­მინ­ზე და ყო­ველ­თვის ვიზ­რუ­ნებთ მას­ზე.

იმე­დი მაქვს მალე გავ­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი, რათა პი­რა­დად შევ­ძლო ჩემს ქა­ლიშ­ვილ­თან ყოფ­ნა და მას მშობ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი და მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო,“ - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

2023 წლის 1 ივ­ნისს იას­კომ ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. გო­გო­ნას მამა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია, ბავ­შვს კი ჟას­მი­ნი და­არ­ქვეს.2021–2022 წლე­ბის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში დე­პუ­ტა­ტი სა­ა­კაშ­ვილს უთი­თებ­და, რო­გორც პირს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. 2023 წლი­დან სა­ა­კაშ­ვი­ლი მის დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში აღარ ფი­გუ­რი­რებს, თუმ­ცა მათი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლის, ჟას­მინ მი­ხა­ი­ლოვ­ნას შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კვლავ უც­ვლე­ლია.

რას ამ­ბობ­და ელი­ზა­ვე­ტა იას­კო სა­ა­კაშ­ვილ­ზე?2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ცე­მა Glavkom-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ელი­ზა­ვე­ტა იას­კომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ დას­მულ კი­თხვებს უპა­სუ­ხა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ ჩა­დის.

"ის სა­კუ­თარ, ძა­ლი­ან რთულ რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რობს. მი­ხე­ილ­მა, არ­სე­ბი­თად, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა სა­ქარ­თვე­ლოს და იქ ახლა დაბ­რუ­ნე­ბით ბევრ ადა­მი­ანს მი­ა­ყე­ნა ტკი­ვი­ლი. და ეს ყვე­ლა­ფე­რი რის­თვის? სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის. ვხე­დავთ, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ნა­ბი­ჯ­მა შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო“, - გა­ნა­ცხა­და მა­შინ იას­კომ.