მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც მის თანაგუნდელებს, ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
მერაბმა მისი სამომავლო გეგმებიც გაასაჯაროვა. როგორც “მანქანა“ წერს, ის მალე აპირებს ოქტაგონზე დაბრუნებას და იმის კეთებაც რაც ყველაზე მეტად უყვარს - იბრძოლებს გამარჯვებისთვის!
“კარგი დღე ყველას! პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო უფალს, რომ მან ნამდვილად დამაჯილდოვა და მადლობელი ვარ! შემდეგ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კუთხეებს დახმარებისა და თავდადებისთვის. მადლობელი ვარ ჩემი ვეგასელი თანაგუნდელების და ტრენინგის პარტნიორების, რომლებიც ყოველთვის ჩნდებოდნენ და დიდ საზღვრებს მიბიძგებდნენ.
ასევე დიდი მადლობა ჩემს ნიუ იორკის გუნდს და ყველა ჩემს ნიუ იორკის/ლონგ აილენდის ბიჭებს! მადლობა ufc-ის რომ ყოველთვის მაძლევს ამ შესაძლებლობებს! ბოლო, მაგრამ რა თქმა უნდა, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი - ჩემი ოჯახი, მეგობრები და გულშემატკივრები - თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული ჩემთვის მთელი სამყაროა!
ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები ოქტაგონზე და გავაკეთებ იმას, რისი კეთებაც მიყვარს! ჯანმრთელი და მოტივირებული ვარ და მალე დავბრუნდები ! ეს მანქანა არასდროს ტყდება! მალე გნახავთ ყველას,“ - წერს დვალიშვილი.
ბუ-დაბიში, "ეტიჰად არენაზე", UFC 333-ის მთავარ ბრძოლაში, სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, მერაბ დვალიშვილი (21-6) პიოტრ იანთან (21-5) მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
მერაბის ანგარიშზე MMA-ს კარიერაში 21 გამარჯვება და 6 მარცხია, იანმა კი კარიერაში 21-ე ბრძოლა მოიგო.