"1 ღამე იმორიგეოს და არ ჩამოჯდეს, დილით მაინტერესებს რა აზრზე იქნება" - ნინო ნადირაძე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარეს მიმართავს
კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კლინიკებში, დაახლოებით 250 სერვისზე ფასნამატმა 100% ან მეტი შეადგინა.
“ლექვინაძე რაღაც ფასნამატებზე საუბრობს. მოვიდეს ერთი კლინიკაში და მაჩვენოს 100% იანი კი არა, 10% ფასნამატი და მაინტერესებს მისი სახელფასო ანაზღაურება - აი ფასნამატი და ხელფასნამატი სად იქნება.
1 ღამე იმორიგეოს და არ ჩამოჯდეს, დილით მაინტერესებს რა აზრზე იქნება,“ - წერს ნინო ნადირაძე.