loader

ვრცელდება უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი, ერთი ადამიანი დაშავდა - ძლიერი ქარი ანტალიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი, ერთი ადამიანი დაშავდა - ძლიერი ქარი ანტალიაში

თურქეთში, ანტალიაში, ტორნადოს შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქის კეპეზის რაიონში მოხდა.

ანტალიის გუბერნატორმა, ხულუსი შაჰინმა განაცხადა, რომ ძლიერმა ქარმა სამშენებლო ობიექტზე ორი საცხოვრებელი კონტეინერი გაანადგურა და ამწე წააქცია, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთი კი - დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება, რადგან შესაძლოა იქ სხვა მუშებიც იმყოფებოდნენ.