"ყველასთვის უფასოა" - ივანე ჩხაიძის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას!
როდის არის საუკეთესო დრო გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად და რატომ არ უნდა გადავდოთ აცრა?
სპეციალისტების განმარტებით, აცრისთვის ოქროს პერიოდი ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის პირველი ნახევარია, რადგან ორგანიზმს იმუნიტეტის გამოსამუშავებლად 2 კვირა სჭირდება, ხოლო ვაქცინის დაცვა 6-დან 8 თვემდე გრძელდება და სრულად ფარავს გრიპის სეზონურ პიკს.
წელს ოთხკომპონენტიანი ვაქცინა სამკომპონენტიანით შეიცვალა, რადგან B ტიპის ერთ-ერთი შტამი მსოფლიოში აღარ ცირკულირებს. ქვეყანაში ევროპული წარმოების 200 ათასი დოზაა შემოტანილი, რომელიც გრიპის A ტიპის ორ - H1N1 და H3N2 შტამზე, ასევე B ტიპის ვირუსზეა გათვლილი.
აცრა უფასოა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის .