loader

ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის დეიდა პირველ კომენტარს აკეთებს - "არაა დაკავებული, ეძებს პოლიცია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის დეიდა პირველ კომენტარს აკეთებს - "არაა დაკავებული, ეძებს პოლიცია"

ძმის ქორ­წილ­ში მოკ­ლუ­ლი 25 წლის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის, გური ბო­ი­კოს დე­ი­და “ტვ პირ­ველ­თან“ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.

ფა­ი­ნა ბო­ი­კოს თქმით, ჯერ არ არის ცნო­ბი­ლი დამ­ნა­შა­ვის ვი­ნა­ო­ბა და ამ დრომ­დე არა­ვი­ნაა და­კა­ვე­ბუ­ლი.“მოკ­ლეს ბიჭი. მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა არ ვი­ცით. ეს მოხ­და ძმის ქორ­წილ­ში.

ჩვენც სხვა არა­ფე­რი ამ ეტაპ­ზე არ ვი­ცით. მიმ­დი­ნა­რებს გა­მო­ძი­ე­ბა და და­ად­გე­ნენ ვინ არის მკვლე­ლი.

20 ადა­მი­ა­ნი იყო და ვერც ერ­თმა ვერ და­ი­ნა­ხა. ჩხუ­ბი იყო, ჩემი დის შვი­ლი აშ­ვე­ლებ­და. არ იყო ინი­ცი­ა­ტო­რი, უბ­რა­ლოდ აშ­ვე­ლებ­და რომ ქორ­წილს ჩა­ევ­ლო ნორ­მა­ლუ­რად. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით ფი­ზი­კუ­რად.

და­ნით არის დაჭ­რი­ლი. არა­ვინ არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ეძებს პო­ლი­ცია,“ - აცხა­დებს მოკ­ლუ­ლის ნა­თე­სა­ვი.

სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი გუ­შინ, 26 ოქ­ტომ­ბერს რეს­ტო­რან “ლისი მე­რე­ში“ მოხ­და. გური ბო­ი­კო ძმის ქორ­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც სტუმ­რებს შრის შე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც მას ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს.