ქუთაისში 5 წლის ბავშვი ბრმა ნაწლავის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა - "დღეს ჩვენი ბაღისთვის ძალიან მძიმე და სევდიანი დღეა"
ქუთაისში 5 წლის ბავშვს გლოვობენ.
"ინფო იმერეთის ცნობით, 5 წლის დანიელი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
"დღეს ჩვენი ბაღისთვის ძალიან მძიმე და სევდიანი დღეა… პატარა ანგელოზო, ნაადრევად დაგვტოვე და გულებში დიდი ტკივილი დაგვიტოვე.
ნათელში იყოს შენი პატარა სული ზეციურო ანგელოზო…
ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ უდიდეს ტკივილს, ღმერთმა მოგცეთ ძალა ამ აუტანელი ტრაგედიის გადასატანად" - ნათქვამია ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების N31 ფილიალის გვერდზე გავრცელებულ სამძიმრის წერილში.