loader

"ქალბატონმა ჟო­ზე­ფი­ნამ და მის­მა ოჯახ­მა ჩემი ოჯა­ხი გა­ამ­წა­რა" - რას წერს ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლის დედა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქალბატონმა ჟო­ზე­ფი­ნამ და მის­მა ოჯახ­მა ჩემი ოჯა­ხი გა­ამ­წა­რა" - რას წერს ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლის დედა?

ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"იმ სა­ღა­მოს ქალ­ბა­ტონ­მა ჟო­ზე­ფი­ნა (დოდო) ოდი­შა­რი­ამ "სად გა­ი­ზარ­დეთ, თქვენ უზ­რდე­ლე­ბოო?!" - ასე მი­მარ­თა ბი­ჭებს, რომ­ლე­ბიც მხი­ა­რუ­ლად მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ მან­ქა­ნა­ში ჩა­საჯ­დო­მად, რომ­ლებ­მაც ბო­დი­შიც კი მო­უ­ხა­დეს ჟო­ზე­ფი­ნას მის უად­გი­ლო, სა­ბე­დის­წე­რო შე­ნიშ­ვნა­ზე.

ბი­ჭე­ბის მხრი­დან მას­თან ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ქალბატონმა ჟო­ზე­ფი­ნამ და მის­მა ოჯახ­მა ჩემი ოჯა­ხი გა­ამ­წა­რა, ამ ზრდი­ლო­ბი­ან ბავ­შვებს უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ლაღ და ბედ­ნი­ერ პე­რი­ოდ­ში! მის­მა გაზ­რდილ­მა მკვლელ­მა შვილ­მა ოთხი­ვე ბიჭი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა! მე გავ­ზარ­დე, მე! თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით კე­თი­ლი, თბი­ლი, სი­ცო­ცხლით სავ­სე ნი­კო­ლო­ზი!

დიდი მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ ყვე­ლას თა­ნად­გო­მის­თვის! სა­მარ­თა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­სრულ­დეს! ღუ­ნას ბი­ჭე­ბო, მიყ­ვარ­ხართ!" - წერს თა­თია ჩირ­გა­ძე.

ცნობისთვის, 17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, ნი­კო­ლოზ კა­პა­ნა­ძე პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის №18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მისი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც 27 ოქ­ტომ­ბერს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, გა­და­ი­დო.

17 წლის ბიჭი ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი ვე­რა­ზე, ხო­რა­ვა­სა და შა­ნი­ძის ქუ­ჩე­ბის მიმ­დე­ბა­რედ, 22 ივ­ლისს მოკ­ლეს.

სრო­ლის შე­დე­გად სულ 4 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მის­ხლო­ბით მი­ზე­ზი კა­პა­ნა­ძის დე­და­სა და ახალ­გაზ­რდებს შო­რის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა გახ­და, რა­მაც ბრალ­დე­ბუ­ლის აგ­რე­სია გა­მო­იწ­ვია.