loader

როგორ ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი ხატიას სიჭინავას მიერ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას? -"ქალი სჯობს ტუჩების გაბერვაზე ფიქრობდეს, ნახევარ მილიონ ლარიან ქორწილებსა თუ დაბადების დღეს გეგმავდეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი ხატიას სიჭინავას მიერ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას? -"ქალი სჯობს ტუჩების გაბერვაზე ფიქრობდეს, ნახევარ მილიონ ლარიან ქორწილებსა თუ დაბადების დღეს გეგმავდეს"

სალომე ზურაბიშვილი ხატიას სიჭინავას მიერ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"ქალი სჯობს ტუჩების გაბერვაზე ფიქრობდეს, ნახევარ მილიონ ლარიან ქორწილებსა თუ დაბადებისდღეს გეგმავდეს ან კიდევ თურქეთსა თუ ევროპაში შოპინგით ერთობოდეს …

თორემ ქვეყნის ბედზე და შვილების მომავალზე ზრუნვა ქალის საქმე არაა … (ქოცური ლოგიკა)და ამ დროს “ არა-სახალხო არა-დამცველმა” გენდერული დეპარტამენტი გააუქმა!" - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი ხატიას სიჭინავას განცხადებას ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, რომ 4 შვილის დედა პოლიტიკაში არ უნდა იყოს და სხვა საქმე იპოვოს.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.

მსჯავრდებული პოლიტიკოსი საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს.

88-1793276109.jpg