loader

"წარმოუდგენელი ტრაგედიაა! შოკში ვარ" - გარდაიცვალა სტუდენტი ლუკა კალანდია: რას ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წარმოუდგენელი ტრაგედიაა! შოკში ვარ" - გარდაიცვალა სტუდენტი ლუკა კალანდია: რას ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები?

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - გარდაიცვალა სტუდენტი ლუკა კალანდია.

"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის, ლუკა კალანდიას გარდაცვალების გამო. ეს არის უმძიმესი დანაკარგი. თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებთ თანაკურსელებს, მეგობრებსა და ლექტორებს. მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში", - ნათქვამია უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ლუკა ნაჭყებიას გული გაუჩერდა.

"გულის მანკი ჰქონდა. ოპერაცია გაუკეთეს.იყო ძალიან კარგად აღზრდილი ბავშვი... მთელი სენაკი გლოვობს, საცოდავს გული გაუჩერდა. შუაღამეს გახდა ცუდად და სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ ვერ გადაარჩინეს" - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

სტუდენტს ემოციურად ემშვიდობებიან სოციალურ ქსელში ლექტორები, მეგობრები და ახლობლები:

"წარმოუდგენელი ტრაგედიაა! ჯერ კიდევ სულ პატარა მახსოვს ლუკა. როცა ჩააბარა, მაშინაც ვასწავლიდი და შემდეგ დამამთავრებელ კურსზეც. ადამიანი, აზროვნების, შრომისმოყვარეობისა, კულტურის და ზრდილობის იშვიათი ერთობლიობით შემკული! ფრიადით რომ შევაფასე "სამართლის ფილოსოფიაში", მასზე მეტად ვამაყობდი და მიხაროდა! ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!"

"მთელი დღეა შოკში ვარ... ვერ შევაგროვე სიტყვები... ვერ ვერევი ჩემს თავს... ლუკა კალანდია აღარ გვყავს. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო, გონიერი, წრფელი, მცოდნე და ძალიან გულიანი სტუდენტი... და მეგობარი... როგორ ვამაყობდი, როგორ მინდოდა მისი წარმატებები მენახა... სამძიმარი ყველა საბაუნელს, ძმას, ოჯახს, თანაკურსელებს, მეგობრებს, ლექტორებს... ჩემს გულში სულ იქნები, სულ მემახსოვრები"...

"წარმოუდგენლად, უსაშველოდ მძიმე ამბავია! ლუკა ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, სიცოცხლით სავსე, გამორჩეული და გონიერი სტუდენტი იყო. უმძიმესი ტრაგედიაა"...

"საშინლად მწყდება გული. ვერ ამიხსნია, სამაგალითო ადამიანები რატომ მიდიან ასე უდროოდ"...

"დილიდან ლექციაზე გელოდით… სულ მეგონა, აი, ახლა შემოაღებს კარს, აი, ახლა-მეთქი… შენი მომზადებული პროექტი უშენოდ ჩავიბარე… კურსელებიც გირეკავდნენ: "ლუკამ ბოლომდე იშრომა ამ პროექტზე, არ მგონია, არ მოვიდესო…" ყველა ისე გელოდებოდით… როგორ მტკივა და მიმძიმს შენზე წარსულში ლაპარაკი… ხომ მეუბნებოდი: "ისე უნდა ვისწავლო, ქალბატონო შორენა, რომ ლუკა კალანდია მთელი ცხოვრება გახსოვდეთო…'" მუდამ მემახსოვრები, ლუკა… შენი სიტყვებიც, შენი მონდომებაც და ის კარიც, რომლის შემოღებასაც დღეს ასე ველოდით… ღმერთმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს. მშვიდად განისვენე, ლუკა…"