loader

"ახლა მაინც დაიოკოს ნერვები" - დაპირისპირების კადრები საკონსტიტუციო სასამართლოდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა მაინც დაიოკოს ნერვები" - დაპირისპირების კადრები საკონსტიტუციო სასამართლოდან

აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაციაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს - აღმაშფოთებელია და ყველანაირ ზღვარს არის გადასული ასეთი ტყუილის გავრცელება! - ეს განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გააკეთა და სასამართლოს მიმართა, უზრუნველეყო, რომ ეს ამ დარბაზში აღარ განმეორებულიყო.

გორდულაძის განცხადება პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრის გიორგი სიორიძის შეფასებას მოჰყვა. კერძოდ, სიორიძემ სასამართლოს სხდომაზე სუს-ის ანგარიშიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსიფიკაციის პოლიტიკასთან და რუსეთის საფრთხეებთან დაკავშირებული ამონარიდები წაიკითხა. აქვე სიორიძემ აღნიშნა, რომ სუს-ი სწორედ ამ საკითხებით უნდა იყოს დაკავებული, “ნაცვლად სასულიერო პირების, “ქართული ოცნების“, ოპონენტებისა და განსხვავებულად მოაზროვნე პირების პირადი ცხოვრების უკანონოდ თვალთვალისა“.