გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი? - რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს
ამასთან [გაზის ტარიფთან] დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკ-ის გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გაზის ტარიფის შესაძლო ზრდაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სემეკ-თან კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება კომისიის პრეროგატივაა.