loader

ბელგიაში, კლინიკაში გარდაიცვალა მონაზონ დედა ქიონიას შვილი - "იცოდა, რომ გადიოდა ამ წუთისოფლიდან და სიკვდილის არ მეშინიაო..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბელგიაში, კლინიკაში გარდაიცვალა მონაზონ დედა ქიონიას შვილი - "იცოდა, რომ გადიოდა ამ წუთისოფლიდან და სიკვდილის არ მეშინიაო..."

ბელგიაში, კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქართველი ლუკა ალექსიძე. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ლუკა ალექსიძე თამარწმინდის მონასტრის მონაზონ დედა ქიონია ბრეგვაძის შვილი იყო. ის მძიმე სენს ებრძოდა.

"წუხელ ბელგიაში, კლინიკაში გარდაიცვალა ჩვენი უნივერსიტეტის ხელოვნების სტუდიის სპეციალისტის, თამარწმინდის მონასტრის მონოზვნის, დედა ქიონია ბრეგვაძის ვაჟიშვილი, ლუკა ალექსიძე. ვუსამძიმრებთ დედას მეუღლეს, ძმებს, ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს, წმინდა თამარ მეფის მონასტრის დასს, იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის საძმოსა და მრევლს“, – ვკითხულობთ თამარ მეფის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამძიმრის წერილს ავრცელებს თბილისის 75-ე სკოლის ადმინისტრაციაც:

"პედაგოგიური კოლექტივი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლუკა ალექსიძე. ლუკას გარდაცვალება დიდი ტკივილია ჩვენთვის, მისი ყოფილი მასწავლებლებისთვის.კეთილშობილებითა და მოყვასის სიყვარულით, გონიერებითა და დიდი სიკეთით გამორჩეულ ბიჭს, რომელსაც ყველა ოცნება აუსრულებელი დარჩა, ცრემლით ვეთხოვებით… დაე, მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის მშობლიური მიწა. უფალმა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული იქ, ,,სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.”ლუკა, გვიყვარხარ და სულ გვემახსოვრები!"

ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში მამა ადამი ახალაძე:

"დამიგრძელა ქრისტემ გოლგოთა. დამიმძიმდა მამაშვილობის ჯვარი. კიდევ ერთი ჩვენი შვილი, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი კაცი გადავიდა მარადისობაში, საქართველოვ!

შვილიო რომ ვამბობ, იმის ხაზგასმას ვცდილობ, მშობლების სიცოცხლეში რომ გვეცლებიან ხელიდან.

მშობლებს უმეტესწილად ხომ მაინც პატარებად გვესახებიან შვილები. მეც ლუკას უფრო ჩხარის ფეხბურთის მოედანზე მორბენალს წარმოვიდგენდი ხოლმე, ჰადაჰა - სასულიერო სემინარიის სტუდენტს. ის კი ამასობაში გაიზარდა, ტანი აიყარა, დავაჟკაცდა. კაი ყმა შეიქნა სულითაც და ხორცითაც.

სენს კი ვერ აჯობა. არც მასთან თანაარსებობა გამოუვიდა - ერთხანს კიდევ რომ ყოფილიყო ჩვენთან. შიგნიდან გამოღრღნა, აწამა, სალამათი გამოაცალა. სული კი ვერ გაუტეხა. გარდაცვალების წინ სიყვარულს უხსნიდა დედას და მეუღლეს. თავის სამ ძმას ლოცავდა. იცოდა, რომ გადიოდა ამ წუთისოფლიდან და სიკვდილის არ მეშინიაო...

ლუკა ალექსიძე! ჩვენი მონასტრის - თამარწმინდის დედაოს, მონოზონ ქიონია ბრეგვაძის Deda Qionia ვაჟიშვილი, ჯერ სამების, მერე იოანე ღვთისმეტყველის ტაძრების სტიქაროსანი, თბილისის სემინარიის კურსდამთავრებული, უზარმაზარი ჩვენი საახლობლოს, სანათესაოს, სულიერი ოჯახის, ჩვენი საგულეთისა და მთელი ჩვენი ქვეყნის ტკივილი და ტკივილზე მეტი...

სულთათანა გიგალობონ ანგელოზთა, ჩემო ლუკა".