loader

"ხომ გეც­ნო­ბათ სი­ტყვა “მშვი­დო­ბა“?! ზუს­ტად იმ მნიშ­ვნე­ლო­ბით ხმა­რობს “ქოცი“ “მშვი­დო­ბას“, რო­გორც რუ­სე­თი იყო “მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი“ - ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხომ გეც­ნო­ბათ სი­ტყვა “მშვი­დო­ბა“?! ზუს­ტად იმ მნიშ­ვნე­ლო­ბით ხმა­რობს “ქოცი“ “მშვი­დო­ბას“, რო­გორც რუ­სე­თი იყო “მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი“ - ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

“ქვე­ყა­ნა­ში კრძა­ლა­ვენ არ­ჩევ­ნებს! არ­ჩე­ვა­ნი იკ­რძა­ლე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს არა ისე­თი, რო­გო­რიც მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უნ­დე­ბა ხოლ­მე, არა­მედ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ისე­თი, რო­გო­რიც რუ­სეთს დას­ჭირ­დე­ბა ხოლ­მე - ამ სარ­ჩე­ლით უნდა გა­და­ი­წე­როს ის­ტო­რია და რუ­სე­თი ისევ “მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი“ გახ­დეს. ხომ გეც­ნო­ბათ სი­ტყვა “მშვი­დო­ბა“?! ზუს­ტად იმ მნიშ­ვნე­ლო­ბით ხმა­რობს “ქოცი“ “მშვი­დო­ბას“, რო­გორც რუ­სე­თი იყო “მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი“ - ამის შე­სა­ხებ “დრო­ას“ ლი­დე­რი, ელე­ნე ხოშ­ტა­რია, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში წერს, რო­მე­ლიც მის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, “ამ პრო­ცე­სით ზღუ­და­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს იმის­თვის, რომ არა ჩვე­ნი, არა­მედ რუ­სე­თის ნე­ბით ვი­ცხოვ­როთ და რაც ჩვე­ნი ნე­ბით გვი­ცხოვ­რია, ისიც და­ვი­ვი­წყოთ“.

“სა­ნამ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ზე ჩემს აზრს გა­გი­ზი­ა­რებთ, უნდა შე­ვი­ტა­ნო ერთი, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეს­წო­რე­ბა: იკ­რძა­ლე­ბა არა 5, არა­მედ 7 პარ­ტია. ტექ­ნი­კუ­რად “ქო­ცუ­რი“ კა­ნო­ნე­ბის გამო, “გირ­ჩი“ და “დროა“ გახ­და პარ­ტია “ახა­ლის“ ნა­წი­ლი, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ეს 3 პარ­ტი­აა. ნუ გა­მო­ვი­ყე­ნებთ “ქო­ცურ” ციფ­რებს - იკ­რძა­ლე­ბა ყვე­ლა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტია. ახლა დავ­სვათ კი­თხვა: რას ნიშ­ნავს “იკ­რძა­ლე­ბა“? ფი­ზი­კუ­რად ადა­მი­ა­ნებს, პო­ლი­ტი­კო­სებს ვერ აკ­რძა­ლა­ვენ, მათ შო­რის ცი­ხე­ში ჩას­მი­თაც კი. ეს კარ­გად ჩანს. შე­სა­ბა­მი­სად, რისი აკ­რძალ­ვაც ხე­ლე­წი­ფე­ბათ, ეს არის არ­ჩევ­ნებ­ში ამ პარ­ტი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ანუ მი­ვე­დით მთა­ვარ სა­კი­თხამ­დე - ქვე­ყა­ნა­ში კრძა­ლა­ვენ არ­ჩევ­ნებს! არ­ჩე­ვა­ნი ვერ აიკ­რძა­ლე­ბა. ოპო­ზი­ცი­უ­რი მო­ქა­ლა­ქის არ­ჩე­ვა­ნი ან არის, ან არა. თუ ის არ არის, ეს ნიშ­ნავს, რომ, არ­ცერთ მო­ქა­ლა­ქეს არა არ აქვს. ახლა დავ­სვათ მე­ო­რე კი­თხვა: რა­ტომ იკ­რძა­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არ­ჩე­ვა­ნი? - პა­სუ­ხი ზე­და­პირ­ზეა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი იდენ­ტო­ბის მომ­ხრე­ე­ბი არი­ან, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი კი რუ­სე­ბის­თვის, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლი რუ­სე­ბის­თვის, მი­უ­ღე­ბელ­ნი არი­ან.

მე­ო­რე დას­კვნა - არ­ჩე­ვა­ნი იკ­რძა­ლე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს არა ისე­თი, რო­გო­რიც მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უნ­დე­ბა ხოლ­მე, თუნ­დაც მწვა­ვე შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის ფონ­ზე, არა­მედ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ისე­თი, რო­გო­რიც რუ­სეთს დას­ჭირ­დე­ბა ხოლ­მე. აქვე, ამა­ვე პრო­ცეს­ში, რუ­სებს უნ­დათ, რომ გა­მოს­წორ­დეს ის მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ სა­კუ­თა­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის შექ­მნა. ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მარ­ჯვე­ბე­ბის სე­რია რუ­სეთ­ზე, ომის მხა­რე­ებ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო კომ­პო­ნენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­გა­ლი­თად, 2000-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნულ­მა მთავ­რო­ბამ მი­აღ­წია რუ­სე­თის, რო­გორც ოკუ­პან­ტი­სა და ომში დამ­ნა­შა­ვის, აგ­რე­სო­რის სტა­ტუსს, რაც სა­მო­მავ­ლოდ დაგ­ვაბ­რუ­ნე­ბი­ნებს ტე­რი­ტო­რი­ებს. პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ ამ სარ­ჩე­ლით უნდა წა­ი­შა­ლოს ყვე­ლა ეს მიღ­წე­ვა, გა­და­ი­წე­როს ის­ტო­რია და რუ­სე­თი ისევ “მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი“ გახ­დეს. ხომ გეც­ნო­ბათ სი­ტყვა “მშვი­დო­ბა“?! ზუს­ტად იმ მნიშ­ვნე­ლო­ბით ხმა­რობს “ქოცი“ “მშვი­დო­ბას“, რო­გორც რუ­სე­თი იყო “მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი“.

შე­სა­ბა­მი­სად, ამ პრო­ცე­სით ზღუ­და­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს იმის­თვის, რომ არა ჩვე­ნი, არა­მედ რუ­სე­თის ნე­ბით ვი­ცხოვ­როთ და რაც ჩვე­ნი ნე­ბით გვი­ცხოვ­რია, ისიც და­ვი­ვი­წყოთ. საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­აც, თა­ვის დრო­ზე, აგ­რე­სი­უ­ლი, მო­ძა­ლა­დე, უღირ­სი უმ­ცი­რე­სო­ბის მიერ მოხ­და და­სავ­ლე­თის მო­უც­ლე­ლო­ბის ფონ­ზე. ოღონდ ის­ტო­რია აღარ უნდა გან­მე­ორ­დეს, რად­გან ჩვენც ბევ­რად უფრო ძლი­ე­რე­ბი ვართ და და­სავ­ლე­თიც.

და ბო­ლოს, ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნოა ქარ­თუ­ლი პრო­და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის ძალა, ცოდ­ნა, ღირ­სე­ბა ამ პრო­ცეს­ზე. ამას თუ და­ე­მა­ტე­ბა ერ­თო­ბა და მოქ­მე­დე­ბა, რე­ჟი­მი წავა! ბო­ლომ­დე!”- ნათ­ქვა­მია ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მიერ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში.