"ავტობუსში, მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნო, მძღოლმა ქურთუკი დააფარა" - რა მოხდა რუსთავის ავტობუსში?
მოქალაქის თქმით, რუსთავის ავტობუსების ეკრანებზე +18 შინაარსის ვიდეო ჩაირთო -ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს #4 ავტობუსით იმგზავრეს ბავშვებმა. მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნო. საზოგადოებრივ ავტობუსში! არ ვიცი მგზავრმა გააზიარა ეკრანზე თუ როგორ ჩაირთო, მაგრამ ეს არის მიუღებელი. ვერ გამორთო ეკრანი მძღოლმა და მონიტორს ქურთუკი დააფარა. იმედი მაქვს რეაგირება ექნებათ და მსგავსი ფაქტი არ განმეორდება" | დაწერა მოქალაქემ სოციალურ ქსელში.
ადგილობრივი გამოცემა „ინფო რუსთავი" აღნიშნულთან დაკავშირებით რუსთავის მერიას დაუკავშირდა სადაც უთხრეს: "სავარაუდოდ მოხდა კიბერ შეტევა, როგორც კი შემოვიდა ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მოხდა რეაგირება და ყველა ავტობუსში ეკრანები გაითიშა".