ვრცელდემა უმძიმესი კადრები ტრაგედიის ადგილიდან, არის მსხვერპლი - ტრაგიკული ჰელოუინი აშშ-ში
კალიფორნიის შტატის ქალაქ ფერფილდში, Spirit Halloween-ის მაღაზიაში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ საღამოს, ჰელოუინის დღესასწაულის წინ, მომხმარებლებით სავსე მაღაზიაში მოხდა. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
ფერფილდის პოლიციის უფროსის, დენ მარშალის განცხადებით, სროლა დაახლოებით 20:30 საათზე, სავაჭრო ცენტრ Solano Town Center-ში მდებარე სეზონურ მაღაზიაში მოხდა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ექვსი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.