loader

"ჩვე­ნო სი­ა­მა­ყევ! ეს რა დღე გაგ­ვი­თე­ნე ღმერ­თო, გა­თენ­და როო?!" - რას წერს სურამში გარდაცვლილი ახალგაზრდის ბიძაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვე­ნო სი­ა­მა­ყევ! ეს რა დღე გაგ­ვი­თე­ნე ღმერ­თო, გა­თენ­და როო?!" - რას წერს სურამში გარდაცვლილი ახალგაზრდის ბიძაშვილი?

სუ­რამ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, ბაჩო ტეფ­ნა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სუ­რა­მის მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლა ავ­რცე­ლებს.

“ბაჩო იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლას უყ­ვარ­და. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს ენით აღუ­წე­რელ ტკი­ვილს და ამ მძი­მე წუ­თებ­ში გამ­ძლე­ო­ბას ვუ­სურ­ვებთ… სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია იმ ტკი­ვი­ლის გად­მო­სა­ცე­მად, რო­მელ­საც ახლა გან­ვიც­დით“, – წე­რენ სკო­ლა­ში.

უც­ნო­ბია, რით გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, თუმ­ცა, რო­გორც მისი ბი­ძაშ­ვი­ლი, მარი ტეფ­ნა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

“ჩვე­ნო სი­ა­მა­ყევ! ეს რა დღე გაგ­ვი­თე­ნე ღმერ­თო, გა­თენ­და როო?!… თავი სიზ­მარ­ში მგო­ნია…რა მოხ­და გა­სარ­კვე­ვია, გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს! ფაქ­ტი ერ­თია, აღარ არის…” – წერს გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის ბი­ძაშ­ვი­ლი.