loader

"ვკანკალებ, ცუდად ვარ, თათი რომ აქვს დარჩენილი ძაღლს, ვკვდები იმ სურათზე.. ყველას ენა აქვს გადმოგდებული - ტრავმირებული იცით, როგორი? ან თავში რომ ჩაარტყამ რაღაცას, ან გულს რომ დაუზიანებ" - ძაღლების საიდუმლო სამარხები - რას ამბობენ ცხოველთა უფლებადამცველები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვკანკალებ, ცუდად ვარ, თათი რომ აქვს დარჩენილი ძაღლს, ვკვდები იმ სურათზე.. ყველას ენა აქვს გადმოგდებული - ტრავმირებული იცით, როგორი? ან თავში რომ ჩაარტყამ რაღაცას, ან გულს რომ დაუზიანებ" - ძაღლების საიდუმლო სამარხები - რას ამბობენ ცხოველთა უფლებადამცველები?

"შაბათის ეთერის“ მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი შემზარავი სურათის შესახებ საუბრობენ. მათი მტკიცებით, ორმოებში ასობით ძაღლის ცხედარია, ნაწილს კი ძალადობის შესაძლო კვალი აღენიშნება.

უფლებადამცველები ცხოველების სავარაუდო სასტიკად დახოცვის ფაქტებზე გამოძიების დაწყებასა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენას მოითხოვენ.

"ვკანკალებ, ცუდად ვარ, ბოლომდე არ მინდოდა დაჯერება. თათი რომ აქვს დარჩენილი ძაღლს, ვკვდები იმ სურათზე...", - ამბობს მოქალაქე.

"ყველას ენა აქვს გადმოგდებული. ტრავმირებული იცით, როგორი? ან თავში რომ ჩაარტყამ რაღაცას, ან გულს რომ დაუზიანებ და როგორც ვიცით, რაღაც მარილის ნემსებს უკეთებენ, 15 წუთში რომ იღუპება ძაღლი წვალებით. ნატანჯი სახეები აქვთ, დასისხლიანებული ცხვირ-პირი და დანარჩენი არიან ჯანმრთელი ძაღლები. ბირკები დაცლილი აქვთ, ყველას ყურები შევუმოწმე. რავიცი, სისასტიკეა ჩადენილი და ეს დაუსჯელი აღარ დარჩება", - ამბობს უფლებადამცველი.

ცნობისთვის, "შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და სპეციალურ ორმოებში ყრიან. კადრების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მიკროავტობუსი ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ვიდეოს ავტორების თქმით, ტრანსპორტი დახოცილი ძაღლებით იყო სავსე.

რამდენიმე კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ღამის მესაფლავეები სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო დროს შუაღამეს იწყებენ ძაღლების დამარხვას. თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამეში ზოგჯერ - ორ რეისს აკეთებს.

"შაბათის ანონსის" გასვლის შემდეგ, მოქალაქეებმა "ძაღლების სასაკლაო და სამარხები" იპოვეს და კადრები რედაქაციას მიაწოდეს.