"ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი - ამას მამიდაც არ უარყოფს და გვიდასტურებს" - ტარიელ კაკაბაძე
"მამიდაც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ დაჰყავდა გურამი სპეციალისტთან და გარკვეულ წამლებს იღებდა" - ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გურამის მიერ მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენები გაჩნდა.