loader

მძიმე და ემოციური ინტერვიუები - რას ჰყვებიან ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე და ემოციური ინტერვიუები - რას ჰყვებიან ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები?

სადგურის მოედანზე ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე ვაგზლის ტერიტორიაზე იწვოდა გადასასვლელ ხიდზე შერეული ტიპის მაღაზიები. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის ლოკალიზება და უკვე ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ვინაიდან, არავის მოუმართავს და შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებიც მუშაობენ უკვე მხრჩოლავი კერების ჩაქრობაზე. ფართობთან დაკავშირებით მიმდინარეობს დაზუსტება და ასევე, ზარალთან დაკავშირებით მიმდინარეობს დაზუსტება. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერაფერს ვერ გეტყვით.“- განაცხადა სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა.

შეგახსენებთ, ხანძარი გადასასვლელ ხიდზე მდებარე მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.