loader

რა მოსდის თქვენს საპენსიო შენატანს? - საპენსიო ფონდი ბლოგს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოსდის თქვენს საპენსიო შენატანს? - საპენსიო ფონდი ბლოგს აქვეყნებს

სა­პენ­სიო ფონ­დი ბლოგს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რა მოს­დის სა­პენ­სიო შე­ნა­ტანს.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­პენ­სიო ფონ­დი თან­ხებს ან სეს­ხის ფორ­მით გა­ნა­თავ­სებს და სარ­გე­ბელს იღებს, ან კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ცი­ებ­ში აბან­დებს, რაც პრაქ­ტი­კა­ში ნიშ­ნავს, რომ სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი იყოს სა­ბან­კო დე­პო­ზი­ტებ­ში, ობ­ლი­გა­ცი­ებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო სა­ხა­ზი­ნო ფა­სი­ან ქა­ღალ­დებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ცი­ებ­ში.

“ბევრ მო­ნა­წი­ლეს, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ სა­პენ­სიო ან­გა­რიშს ამოწ­მებს და და­ნა­ზო­გის მო­ცუ­ლო­ბას ხე­დავს, ბუ­ნებ­რი­ვად უჩ­ნდე­ბა კი­თხვა: რა გზას გა­დის სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნი ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხვის შემ­დეგ და რო­გორ იც­ვლე­ბა და­ნა­ზო­გის მო­ცუ­ლო­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში? სწო­რედ ამ სა­კითხს ეძღვნე­ბა სა­პენ­სიო ფონ­დის ბლოგ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია. პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გან­ვას­ხვა­ვოთ დაგ­რო­ვე­ბი­თი და სა­ხელ­მწი­ფო პენ­სია. სა­ხელ­მწი­ფო პენ­სია წარ­მო­ად­გენს ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ გა­სა­ცე­მელს, ხოლო დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სია არის პი­რა­დი და­ნა­ზო­გი, რო­მე­ლიც სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე გროვ­დე­ბა და ინ­ვეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს. სწო­რედ ამ და­ნა­ზოგ­ზე და მისი მარ­თვის პრო­ცეს­ზეა სა­უ­ბა­რი ბლოგ­ში.

ბლოგ­ში მარ­ტივ მა­გა­ლით­საც ვხვდებთ: თუ და­საქ­მე­ბუ­ლის ყო­ველ­თვი­უ­რი და­სა­ბეგ­რი ხელ­ფა­სი 1 000 ლა­რია, მისი 2%-იანი შე­ნა­ტა­ნი 20 ლარს შე­ად­გენს. ამა­ვე ოდე­ნო­ბის თან­ხას რი­ცხავს დამ­საქ­მე­ბე­ლი, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო ყო­ველ­თვი­უ­რად კი­დევ 20 ლარს ამა­ტებს, რად­გან კა­ლენ­და­რუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი და­სა­ბეგ­რი ხელ­ფა­სის პირ­ველ 24 000 ლარ­ზე მისი შე­ნა­ტა­ნიც 2%-ია. შე­დე­გად, მო­ნა­წი­ლის სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე ყო­ველ­თვი­უ­რად 60 ლარი გროვ­დე­ბა, რაც და­საქ­მე­ბუ­ლის შე­ტა­ნი­ლი თან­ხის სამ­მაგ ოდე­ნო­ბას წარ­მო­ად­გენს. შემ­დეგ თან­ხა გა­და­დის იმ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფელ­ში, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლემ აირ­ჩია ან ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­ნა­წი­ლე­ბის წე­სით გა­ნე­სა­ზღვრა. მო­ნა­წი­ლე­თა და­ნა­ზო­გე­ბი ინ­ვეს­ტირ­დე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის თან­ხა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად აღი­რი­ცხე­ბა.

სტა­ტი­ა­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ პორ­ტფე­ლი სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო აქ­ტი­ვის­გან შედ­გე­ბა. სა­პენ­სიო ფონ­დი თან­ხებს ან სეს­ხის ფორ­მით გა­ნა­თავ­სებს და სარ­გე­ბელს იღებს, ან კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ცი­ებ­ში აბან­დებს. პრაქ­ტი­კა­ში ეს ნიშ­ნავს, რომ სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი იყოს სა­ბან­კო დე­პო­ზი­ტებ­ში, ობ­ლი­გა­ცი­ებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო სა­ხა­ზი­ნო ფა­სი­ან ქა­ღალ­დებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ცი­ებ­ში. აქ­ტი­ვე­ბის ამ­გვა­რი გა­ნა­წი­ლე­ბა დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა, რაც ამ­ცი­რებს ერთ კონ­კრე­ტულ კომ­პა­ნი­ა­ზე, ბანკსა თუ ფი­ნან­სურ ინ­სტრუ­მენტზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და რის­კე­ბის მარ­თვას უწყობს ხელს.

ბლოგ­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნიც: რად­გან და­ნა­ზო­გი სა­პენ­სიო ასა­კის­თვის გროვ­დე­ბა, მისი მარ­თვა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თან­ხის ზრდა­ზე, ინფლა­ცი­ის გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბა­სა და მო­ნა­წი­ლის­თვის სა­პენ­სიო ასაკ­ში და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის შექ­მნა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სა­პენ­სიო ფონ­დის ბლო­გი კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს, რომ სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნი მხო­ლოდ დაგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხა არ არის. ის მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს, ინ­ვეს­ტირ­დე­ბა და გრძელ­ვა­დი­ა­ნი ზრდის პო­ტენ­ცი­ალს ქმნის. მო­ნა­წი­ლე­ებს კი ან­გა­რი­შის მეშ­ვე­ო­ბით შე­უძ­ლი­ათ მუდ­მი­ვად აკონ­ტრო­ლონ სა­კუ­თა­რი და­ნა­ზო­გი და და­აკ­ვირ­დნენ, რო­გორ იც­ვლე­ბა ის სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­დე­გე­ბის შე­სა­ბა­მი­სად”, - აცხა­დებს ფონ­დი.

ბლო­გი გან­თავ­სე­ბუ­ლია ბმულ­ზე.

NS