loader

"ჩემთან დარეკა იმ დროისთვის შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და მითხრა..." - რა თქვა მაია ცქიტიშვილმა სასამართლოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემთან დარეკა იმ დროისთვის შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და მითხრა..." - რა თქვა მაია ცქიტიშვილმა სასამართლოში?

[სოფელ ჩორჩანაში, უშუალოდ საგუშაგოს ჩადგმამდე] ჩემთან დარეკა იმ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მითხრა, რომ ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო. მთხოვა, იმ დროისთვის, რა რესურსიც გვქონდა, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტყეში გაგვეყვანა გზა. ეს იყო კომუნიკაცია რაც გიორგი გახარიასთან მქონდა , - ეს განცხადება გააკეთა სასამართლო პროცესზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, რომელიც ე.წ. ჩორჩანას საქმე დაცვის მხარის მოწმეა და დღეს სწორედ მოწმის სახით დაიკითხა.

როგორც მან აღნიშნა, მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ ჩორჩანას ტყეში საოკუპაციო ძალების მიერ ხდებოდა მონიშვნები, რასთან დაკავშირებითაც იმდროინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიასა და მას შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა, საუბრის საკითხი კი გახარიას მხრიდან ჩორჩანაში გზის გაყვანის აუცილებლობა იყო.

ცქიტიშვილის თქმით, სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ისე შს მინისტრის მოადგილე.

"მედიაში აქტიურად შუქდებოდა პროცესები. ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის პროცესი 2013 წლის მერე აქტიურად მიმდინარეობდა. 2017-2018-2019 წლებში პროცესი საკმაოდ იყო გააქტიურებული. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, ჩანაწერები, სადაც ბორდერიზაციის პროცესის შედეგად საკარმიდამო გადაღობვა ხდებოდა, ასევე, იყო ახალი მონიშვნები, ამას ვხედავდით - ეს ჩორჩანაშიც იყო . ჩორჩანაში, მას შემდეგ რაც საკითხი აქტუალური გახდა, 2019 წლის იანვრიდან დაფიქსირდა ყვითელი მონიშვნები ტყეში. ჩანაწერში ვნახეთ, ხდებოდა მონიშვნები, რაც იყო მავთულხლართით შემოღობვის წინაპირობა.

[უშუალოდ საგუშაგოს ჩადგმამდე] ჩემთან დარეკა იმ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მითხრა, რომ ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა, და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო. მთხოვა, იმ დროისთვის, რა რესურსიც გვქონდა, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტყეში გაგვეყვანა გზა. ეს იყო კომუნიკაცია რაც გიორგი გახარიასთან მქონდა. ეს იყო აგვისტოს დასაწყისში. საუბარი გვქონდა გზის გაყვანაზე, რომელიც მანამდე არ არსებობდა. მთხოვა, რომ საჭიროა „ბულდოზერი“ ან ტრაქტორი, ტყეში არის გზა გასაყვანი. ჩემს მოადგილეს ილია ბეგიაშვილს ვთხოვე დაკავშირებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტს, შესაბამისი კონტრაქტორის მეშვეობით სამუშაოები შეესრულებინათ. დაახლოებით 112- კმ გზა იყო გასაყვანი, რასაც მუნიციპალიტეტი მისი ერთეული ტექნიკით ვერ შეძლებდა.

გახარიამ მითხრა, რომ საჩქარო პროცესი იყო რადგან არსებობდა ტერიტორიის დაკარგვის რისკი. მე ვუთხარი, რომ ეს იყო სატენდერო პროცესი, რაც გრძელვადიან პროცესს მოიცავდა. ეს პასუხი მიიღო. მითხრა, რომ მის მოადგილე ლევან კაკავასთან მქონოდა კომუნიკაცია, ასევე, კომუნიკაცია ჰქონოდა კაკავასთან ჩემს მოადგილეებს. კაკავამ მითხრა, რომ მოაგვარებს ამ საკითხს, შესაბამისად, პროცესში ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ ჰქონია ჩართვა.

დიახ, გიორგი გახარიამ მითხრა, სოფელ ჩორჩანაში გააქტიურებულია პროცესი, შეიძლება ტერიტორია დავკარგოთ და საჭიროა გზის გაყვანაო. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა გარკვეული სამუშაოები შეასრულა [გზის გასაყვანად]",- განაცხადა ცქიტიშვილმა. განაგრძეთ კითხვა>>>