არის თუ არა რატი ბრეგაძე ნაწყენი ჯუანშერ ბურჭულაძეზე, რომელმაც მისი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება?- რა უპასუხა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტს
ძალიან პირადი საკითხია, ვინ ვისზე შეიძლება ნაწყენი იყოს, ან ვინ ვისზე - არა. ღმერთია ყველას მსაჯული და არ ვაპირებ ამ საკითხებზე მითუმეტეს, საჯაროდ საუბარს, - ასე უპასუხა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვაზე, არის თუ არა ის ნაწყენი თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, ჯუანშერ ბურჭულაძეზე, რომელმაც მისი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.