loader

"ამ წუთებში ძაღლების ახალი მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს - ლეშის ნაწილები ჩანს" - რა ინფორმაციას ავრცელებს თორნიკე რაზმაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ წუთებში ძაღლების ახალი მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს - ლეშის ნაწილები ჩანს" - რა ინფორმაციას ავრცელებს თორნიკე რაზმაძე?

"ამ წუთებში ძაღლების ახალი მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს - ლეშის ნაწილები ჩანს" - ინფორმაციას აქტივისტი თორნიკე რაზმაძე ავრცელებს.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, გაავრცელა კადრები, რომლეშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები მოითხოვენ ნეშტების ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები. თბილისის მერიამ სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცხოველთა სამარხების შესახებ. უწყების განმარტებით, ფაქტების დამახინჯებაა, "თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებასა, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.