loader

ვრცელდება თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტში გადაღებული კადრები - ფლორიდაში, ავიაკატასტროფას 9 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტში გადაღებული კადრები - ფლორიდაში, ავიაკატასტროფას 9 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 9 ადამიანი ემსხვერპლა. მედიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტში გადაღებული კადრები ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, earjet 60-ის ტიპის თვითმფრინავი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინიდან ბაჰამის კუნძულების მიმართულებით მიფრინავდა.

ავიაკატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტმა საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურს შეატყობინა, რომ თვითმფრინავი სიმაღლეს კარგავდა.

ავიაკატასტროფის გამო ახლომდებარე დასახლებიდან 600-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მძმედ დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, მათ შორის წყალსადენი მილები.

უბედური შემთხვევა 1-ელ ნოემბერს მოხდა, მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.