ხვალ, 11 საათიდან აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო პრო ჯორჯია" ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს, 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბულაჩაური, კოჭობის აგარაკები, მლაშე, ყარსიმაანთკარი, ბოდორნის აგარაკები, მისაქციელი, ნაგლიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, სასხორი, კასუმლო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში