loader

"წითელას ვირუსით სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინ ნიუ-იორკის შტატში ბავშვი გარდაიცვალა" - მაია ბუწაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წითელას ვირუსით სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინ ნიუ-იორკის შტატში ბავშვი გარდაიცვალა" - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს, რომ აშშ-ში წითელას ვირუსის გართულებით ბავშვი გარდაიცვალა. ინფექციონისტის ინფორმაციით, ბავშვი აუცრელი იყო.

"გუშინ ნიუ-იორკის შტატში წითელას ვირუსით სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. გარდაცვლილი ბავშვი წითელაზე აცრილი არ იყო. ჯამურად აშშ-ში წითელას ამ ეპიდაფეთქების პერიოდში 5000-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული (უმრავლესობა აუცრელი ან არასრულად აცრილია).

არის ლეტალური შემთხვევებიც. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ წითელას მსუბუქი შემთხვევების დროსაც, როდესაც სრულად ხდება სიმპტომების ალაგება, რჩება რისკი, რომ 5-10 წლის შემდეგ გამოვლინდეს წითელასმიერი პანენცეფალიტი. დაავადება, რომელიც წლების მანძილზე სრულიად უსიმპტომოდ, ფარულად მიმდინარეობს, რომლის მკურნალობა არ არსებობს და ლეტალობა 100%-ს შეადგენს.

შესაბამისად, ამ დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება წითელას საწინააღმდეგო აცრაა.ჰოდა რა ვიცი, ამ ფონზე აშშ-ში ჯანდაცვის უმაღლესი პირის, რობერტ კენედის ანტივაქსერული განცხადებები რომ ციტატებად მოგყავთ ქართველ ანტივაქსერებს, ცოტა მეტი იფიქრეთ," - წერს ბუწაშვილი.