"თბილისის საქალაქო სასამართლოში ბერა ივანიშვილის სარჩელი შევიდა" - რას ეხება სარჩელი: ადვოკატის კომენტარი
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სარჩელი ტელეკომპანიების „ტვ პირველი“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დავით ასათიანმა განაცხადა.
ადვოკატის განმარტებით, ტელეკომპანიების სიუჟეტებში გაჟღერებული ინფორმაცია ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით, სიცრუეზეა დაფუძნებული, შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს, აღნიშნული ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას.