ქუთაისში, რიონჰესში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ვრცელდება მძიმე კადრები ადგილიდან
ქუთაისში, რიონჰესში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რიონჰესში გადავარდნილი ავტომობილისა და ახალგაზრდების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. წყალში ნაპოვნია ავტომობილიც.
ცნობისთვის, რიონჰესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, წყალში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” აცნობეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ვიდეო: "MEGA TV"