თვითმფრინავში, 16 წლის გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს: რა მოხდა ბორტზე?
ბარსელონიდან პოლონეთის ქალაქ მოდლინისკენ მიმავალ თვითმფრინავში ინციდენტი მოხდა. პოლიციამ საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავა. მას არასრულწლოვან მგზავრზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან. სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პოლონური გამოცემა RMF24-ის ინფორმაციით, შემთხვევა 30 ოქტომბერს, ესპანეთიდან ვარშავის, მოდლინის აეროპორტისკენ მიმავალ თვითმფრინავში მოხდა.თვითმფრინავის ეკიპაჟმა პოლიციას შეატყობინა, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა გვერდით მჯდომ არასრულწლოვან გოგონას სექსუალური ხასიათის შეხება დაუწყო. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ დაზარალებული პოლონეთის მოქალაქე არასრულწლოვანი გოგონა იყო, რომელიც ოჯახთან ერთად მოგზაურობდა.
გამოცემის ცნობით, ფრენის დროს გოგონას გვერდით მჯდომმა 29 წლის მამაკაცმა არასრულწლოვნის შევიწროება სცადა. 16 წლის გოგონამ ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც დედამ ბორტის პერსონალს მიმართა. ეკიპაჟი დაუყოვნებლივ ჩაერია, მამაკაცი გოგონასგან განარიდა და მომხდარის შესახებ საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურს აცნობა.თვითმფრინავის მოდლინის აეროპორტში დაშვებისთანავე ბორტზე სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები და პოლიციელები ავიდნენ და მამაკაცი დააკავეს. განაგრძეთ კითხვა>>>