loader

"ფორმულამ" ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა, აალდნენ" - ნინო ნადირაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფორმულამ" ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა, აალდნენ" - ნინო ნადირაძე

"ფორმულამ" ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა, აალდნენ" - ამის შესახებ "ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

მოგვიანებით ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში მეორე სტატუსიც გამოაქვეყნა.

"ჩემს კეთილშობილებაზე ნუ დარდობთ იდარდეთ იმაზე, რომ გქონდეთ გამართული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და ევაკუაციის გეგმა, ასევე გამართული შრომის უსაფრთხოების სამსახური. ესაა ევროპა. ყველას ვუსურვებ მშვიდობას და ჯანმრთელობას". - წერს ნადირაძე.

ცნობისთვის, ბიზნესცენტრ "დელისის" შენობიდან ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები გამოიყვანეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან მათი ევაკუაცია ცოტა ხნის წინ დაასრულეს.

როგორც "ფორმულას" თანამშრომლები აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მე-17 სართულზე მყოფ ადამიანებს შენობა ნაწილ-ნაწილ, კიბის გამოყენებით დაატოვებინეს.

ბიზნესცენტრ "დელისის" შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაკვამლიანება შენობის მე-5 სართულზე გაჩნდა.

აღნიშნულ შენობაში ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისიცაა განთავსებული, რის გამოც ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანება იყო.